საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური ორი მატჩით დაიწყო.
„რუსთავმა“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა, რომელიც დიდი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა. ყველაფერი მეორე ტაიმში მოხდა. 61-ე და 64-ე წუთებზე მასპინძლებმა ირაკლი იაკობიძისა და ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის მიწირულს ავთანდილ გუჯაბიძემ მესამეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რუსთავმა“ 7 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი „დილასთან“ გამართავს. „დინამო ბათუმი“ სეზონში პირველად დამარცხდა, მაგრამ მხოლოდ 6 ქულა აქვს და მეხუთეა, წინ კი „დინამო თბილისთან“ დაპირისპირება ელოდება.
დღესვე, ფრედ, 0:0 დასრულდა „მეშახტესა“ და „სპაერის“ დაპირისპირება. „მეშახტე“ 6 ქულით მეექვსეა და „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 10 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მომდევნო ტურში „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
„რუსთავი“ – „დინამო ბათუმი“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 იაკობიძე (61), 2:0 ჟან სოუზა (64), 3:0 გუჯაბიძე (90)





