ფეხბურთი

19:17 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "თუ კონტე იტალიის ნაკრებში გაშვებას მთხოვს, გავუშვებ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ თუ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებში გაშვებას სთხოვს, ხელს არ შეუშლის.

თუმცა დე ლაურენტისმა ისიც თქვა, რომ კონტეს გარანტიები დასჭირდება, ფედერაციას კი ეს ამჟამად არ შეუძლია.

„თუ კონტეს იტალიის ნაკრებში წასვლა სურს, ჩვენ მეგობრები ვართ და მე ნამდვილად არ ვიქნები ის, ვინც მას შეაჩერებს. მაგრამ მას გარანტიები დასჭირდება და დღეს ფედერაცია ამის უნარი არ აქვს“, - თქვა დე ლაურენტისმა.

კონტესაც რომ ჰკითხეს ნაკრებში დაბრუნებაზე, არაფერი გამორიცხა, პირიქით, მისი განცხადება თითქოს ისეთია, რომ მზადაა დასაბრუნებლად: „ფედერაციის პრეზიდენტი რომ ვიყო, კონტეს ვარიანტს განვიხილავდი. მე უკვე ვიმუშავე ნაკრებში და გარემოს ვიცნობ. მშვენიერია, როცა შენს ქვეყანას წარმოადგენ. „ნაპოლისთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს და სეზონის ბოლოს პრეზიდენტს შევხვდები“.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებში 2014-2016 წლებში უკვე მუშაობდა. „სკუადრა აძურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ, 22 ივნისის შემდეგ ეყოლება, როცა ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091939