ფეხბურთი

23:50 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კიმიხი: "იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, არიან დიდი ნაკრებები, რომლებსაც დიდი ხანია არაფერი მოუგიათ"

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მართალია, იტალია ზედიზედ მესამედ გამოტოვებს მუნდიალს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, დიდ ნაკრებებს კი წლების განმავლობაში ტიტული არ მოუგიათ.

„ეს მესამე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც იტალიის ნაკრები გამოტოვებს, მაგრამ ამ პერიოდში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამის დავიწყება არ შეიძლება. ჩვენ ვერ მოვიგეთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ კონფედერაციის თასი, ამიტომ შეიძლება მე არ ვარ შესაფერისი ადამიანი, რომ ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ცხადია, ყოველთვის იმედი მაქვს, რომ ვითამაშებთ, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე. იტალია შესანიშნავი ქვეყანაა შესანიშნავი ფეხბურთელებით, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატზე სიამოვნებით ვნახავდი, ამიტომ არ ვარ კმაყოფილი იმით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. თუ ბოლო 20 წელს გადავხედავთ, იტალიამ მაინც მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში და ევროპის ჩემპიონატი. დიდ ეროვნულ ნაკრებებს წლების განმავლობაში არაფერი მოუგიათ“, - აღნიშნა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094518