საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის „იბერიამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გუგა ნერგაძის გუნდი მერვე წუთზე გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს ლუკას კაფემ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში, კერძოდ, მე-80 წუთზე ლაშა კვარაცხელიამ შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ სტუმრებისთვის ეს მაქსიმუმი გამოდგა.
„იბერია“ 10 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მესამეა და გორის „დილას“ დაუპირისპირდება.
„იბერია“ – „სამგურალი“ 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 გოშთელიანი (8), 2:0 კაფე (37), 2:1 კვარაცხელია (80)





