ფეხბურთი

21:33 | 7.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტის კონტრაქტს 2030-წლამდე გაუხანგრძლივებენ

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასა და კარლო ანჩელოტის შორის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება შედგა.

როგორც ცნობილი გახდა, 66 წლის მწვრთნელი კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და ეს ცნობა ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დადასტურდება.

ასე რომ, კონფედერაციაში არ ელოდებიან მუნდიალს, რათა შედეგის მიხედვით შეაფასონ კარლოს მუშაობა - ისინი იტალიელს ენდობიან.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები გასულ წელს ჩაიბარა და დღემდე „სელესაომ“ 10 მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო, ორჯერ ფრეს დასჯერდა და სამჯერ დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161303