კალათბურთი

0:40 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის 36-ე ტურში „ბარსელონამ“ ათენის „პანათინაიკოსს“ უმასპინძლა, რომელთანაც 79:93 დამარცხდა.

ბერძნული გუნდი მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდა და ბოლო პერიოდი 17 ქულით რომ არ წაეგო, გაცილებით დიდი სხვაობით მოიგებდა.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო კი ააცილა.

„ბარსელონა“ 20 მოგებით და 16 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 აპრილს, მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08974