მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
არბელოა ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ „რეალს“ ნებისმიერ სტადიონზე გამარჯვება შეუძლია.
„მხოლოდ ერთი გოლი გვაშორებს ნახევარფინალს და შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას გამარჯვება. 0:2 რომ წაგვეგო, დიახ, ეს უფრო რთული იქნებოდა. გუნდმა მეორე გოლის შემდეგ კარგად ითამაშა და ხასიათი გამოავლინა. შეგვეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, მაგრამ ჯერ კიდევ თამაშში ვართ. „რეალ“ შეუძლია ნებისმიერ სტადიონზე გამარჯვება“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.







