მადრიდის „რეალის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ორივე გოლი საჩუქარი იყო. უკეთ უნდა ვითამაშოთ. ჯერ კიდევ თამაშში ვართ და მბაპეს გოლის შემდეგ კიდევ ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ამაზე ერთმანეთში ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ასე არ დავკარგოთ ბურთი, ამ დონეზე ეს ძალიან სახიფათოა. „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშე დღეს ნოიერი იყო. საპასუხო მატჩისთვის თავდაჯერებულები ვართ“, - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.







