მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გასახდელში ყველანი ძალიან, ძალიან მშვიდად ვიყავით. მოვიგეთ, მაგრამ გასასვლელად კიდევ უნდა მოვიგოთ. „ბერნაბეუზე“ გამარჯვება განსაკუთრებული რამ არის. ეს გვიჩვენებს, რომ დიდი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, ჯერ არ დასრულებულა. თამაში შეილებოდა ნებისმიერი შედეგით დასრულებულიყო. მეტი შანსი გვქონდა და უკეთესებიც. იმედი მაქვს, „ალიანს არენაზე“ მეტ გოლს გავიტანთ. თუმცა, აქ ორი გოლი უკვე კარგი შედეგია და სიამოვნებით ვიღებთ ამ შედეგს“, - თქვა კომპანიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.







