ფეხბურთი

11:10 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

უეფას რეიტინგი: პრემიერლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 5 ადგილი გაინაღდა

ინგლისის პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონშიც ხუთი გუნდი გავა. ეს ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვა, რაც „არსენალმა“ „სპორტინგი“ დაამარცხა.

პრემიერლიგა მიმდინარე სეზონში უეფას რეიტინგს ლიდერობს და საუკეთესო ორეულში აუცილებლად მოხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანი პირდაპირ მოხვდება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში. მეორე ადგილისთვის ბრძოლა რეიტინგში გრძელდება - ესპანეთის ლა ლიგასა და გერმანიის ბუნდესლიგას შორის.

1. ინგლისი (პრემიერლიგა) – 25.013 ქულა (9-დან 5 გუნდი აგრძელებს ასპარეზობას)
2. ლა ლიგა (ესპანეთი) – 20.281 (8-დან 6)
3. ბუნდესლიგა (გერმანია) – 19.714 (7-დან 3)
4. საგრეს ლიგა (პორტუგალია) – 18.900 (5-დან 3)
5. სერია A (იტალია) – 18.714 (7-დან 2)
6. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 16.392 (7-დან 2)

რაც შეეხება პრემიერლიგას, იქ ხუთეულისთვის ბრძოლა დაძაბულია. „არსენალს“ და „მანჩესტერ სიტის“ ამის პრობლემა არ აქვთ, სამაგიეროდ, დანარჩენი ადგილებისთვის დიდი ბრძოლაა, რადგან „მანჩესტერს“ 55 ქულა აქვს, „ასტონ ვილას“ 54, „ლივერპულს“ 49, „ჩელსის“ 48, „ბრენტფორდსა“ და „ევერტონს“ – 46-46.

აქვე გეტყვით, რომ უეფას მსგავსი სისტემა მესამე წელია მოქმედებს: ორი წლის წინ დამატებით მეხუთე საგზური სერია A-მ (იტალია) და ბუნდესლიგამ (გერმანია) მიიღეს, ხოლო შარშან პრემიერლიგამ (ინგლისი) და ლა ლიგამ (ესპანეთი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094481