კალათბურთი

9:42 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტომ" "მაიამი" გაანადგურა, მამუკელაშვილმა 11 ქულა ჩააგდო

NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გამართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ დარბაზში "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 121:95 გაანადგურა.

კანადელებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და მთელი შეხვედრის განმავლობაში მოგება ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, სანდროს გუნდმა მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა და საბოლოოდ მიმდინარე სეზონში 44-ე გამარჯვება მოიპოვეს. მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა სკოტ ბარნესმა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 22:16 წუთში 11 ქულას, 5 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრომ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 44 გამარჯვებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. სანდრო და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს კვლავ "მაიამის" წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092363