დღეს, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს სტუმრად "პარი სენ-ჟერმენთან" გამართავს. შეხვედრამდე კი ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა.
„ჩვენ თამაშისთვის მოვემზადეთ და თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ვიმედოვნებ, მეკარე არ დაგვჭირდება, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს? პსჟ ძალიან შემტევი გუნდია, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ამასთან, მათ ერთი მატჩის გარდა ყველაში შეძლეს გატანა. ჩვენს ბოლო შეხვედრაში "ეტიჰადზე" (მანჩესტერ სიტისთან 4:0 მატჩი) პირველ 35 წუთში მეკარე საერთოდ არ დაგვჭირვებია და იმედი მქონდა, რომ რამდენიმე ბურთს მაინც მოიგერიებდა (მამარდაშვილი).
ჩემპიონთა ლიგაზე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი, რადგან ორმატჩიან დუელში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ორივე გუნდს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ეს გასულ სეზონშიც გამოჩნდა. როცა მეოთხედფინალში თამაშობ, ეს ყოველთვის განსაკუთრებული მომენტია და ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არ მიდის და ეს ტურნირი ერთგვარი შანსია.
პსჟ-მ ჩვენგან განსხვავებით შარშანდელი შემადგენლობა მთლიანად შეინარჩუნა და მგონი ფეხბურთელიც არ უყიდია, ჩვენთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მიუხედავად ყველაფრისა ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ", - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენსა" და "ლივერპულის" დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა "ენფილდზე" 16 აპრილს არის ჩანიშნული.





