ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად CBS Sports-ის ექსპერტად მუშაობს მიუნხენის "ბაიერნის" შემტევ მაიკლ ოლისეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მაიკლი ფეხბურთს სხვანაირად უყურებს.
"ოლისე განსაკუთრებული ფეხბურთელია და მან ეს "რეალთან" მატჩში კიდევ ერთხელ დაგვანახა. ის თამაშს სხვანაირად ხედავს და სხვანაირად ფიქრობს. როდესაც ბურთს იღებს, უკვე იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს, მას თავისი წარმოსახვები აქვს და ინტუიციით ხედავს ეპიზოდებს. შესაძლოა ოლისე მოედნის გარეთ ბევრს არ საუბრობს, მაგრამ მოედანზე ის ბურთთან ერთად ბევრს ამბობს. ამის ყურება უბრალოდ სასიამოვნოა", - განაცხადა ანრიმ.
მაიკლ ოლისემ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთი საგოლე პასი გააკეთა და გარდა ამისა, უამრავი პრობლემები შეუქმნა "სამეფო კლუბის" დაცვის ხაზს.
ცნობისთვის, "ბაიერნმა" სტუმრად "რეალი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა "ალიანც არენაზე" 15 აპრილს გაიმართება.







