დღეს, გიორგი მამარდაშვილს და მის თანაგუნდელებს "პარკ დე პრენსზე" ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან დიდი გამოცდა ელით. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ბრიტანულმა გამოცემა liverpoolecho ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, დიდი ყურადღება დაუთმეს იმ ფაქტს, რომ "მერისისაიდელთა" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. გამოცემის აზრით, ეს ქართველი მეკარისთვის შანსია, რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები და მასთან ერთად "ლივერპულში" მისი მომავალი შესაძლოა დიდ წილად ამ მატჩზეც იყოს დამოკიდებული.
"ტრავმის გამო დღევანდელ მატჩში "ლივერპულის" კარს არა ალისონ ბეკერი არამედ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს და ეს ქართველი მეკარისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ თავი დაიმკვიდროს, როგორც ბრაზილიელის გრძელვადიანმა შემცვლელმა.
გიორგიმ სადებიუტო სეზონში შესაძლოა იმაზე მეტი შანსი მიეცა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან "ლივერპულის" ბოლო 10 მატჩიდან ხუთში ითამაშა. მამარდაშვილს უკვე აქვს დიდი მატჩების გამოცდილება, როგორც ყოფილ კლუბ „ვალენსიაში“, ასევე საქართველოს ნაკრებში, ამიტომაც არ იმოქმედოს ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშმა, როგორებიც არიან უსმან დემბელე, დეზირე დუე და სხვები. ის ასევე კარგად იცნობს თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას, რადგან ისინი რეგულარულად თამაშობდნენ ერთად საქართველოს ნაკრებში.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გასულ სეზონში პსჟ-ს წინააღმდეგ ალისონს ხშირად უწევდა ჩარევა, იყო იბრაჰიმა კონატეს არადამაჯერებელი თამაში და ცენტრალური ნახევარდაცვის მხრიდან დაცვის ნაკლებობა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, იგივე პრობლემები კვლავ გამოჩნდა შაბათს, როდესაც ლივერპულმა ინგლისის თასზე მანჩესტერ სიტისთან 4:0 დამარცხება იწვნია. კონატეს არასტაბილური თამაში პარიზში დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ის კონტრაქტის ბოლო წელს უახლოვდებოდა და მისი დამატებით პსჟ-ც იყო დაინტერესებული, სხვა კლუბებთან ერთად.
აქედან გამომდინარე მამარდაშვილსა და კონატეს აღნიშნულ მატჩებში დიდი როლი ეკისრებათ და მათი მომავალი შესაძლებელია პსჟ-სთან მატჩებში გაირკვეს", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა ინგლისსში 14 აპრილს არის ჩანიშნული.







