სხვა

16:00 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი მატჩი მოიგო.

რევაზ ჩომახიძის გუნდი თურქეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ მეორე ტურში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 17:15 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს და 9 აპრილს სლოვენიას შეხვდება.

ცნობისთვის, ტურნირზე მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები იღებს და ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება, რომლებიც მერვედფინალში დაწყვილდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173309