ფეხბურთი

16:40 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა კოსოვოს ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სოფიაში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე ბოლო მატჩი გამართეს, სადაც კოსოვოს ნაკრებს 2:1 მოუგო.

პირველი ტაიმის შემდეგ გიორგი ჩიტაურის გუნდი 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება შეძლებს და ტურნირი საბოლოო ჯამში გამარჯვებით დაასრულეს.

უეფას განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა ჩატარებული სამი მატჩიდან ორის მოგება მოახერხეს, ხოლო ტურნირის მასპინძელ ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. არადა ქართველები ამ მატჩსაც ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.

საქართველო - კოსოვო 2:1 (0:1)

გოლები: 1:0 ავდიუ (18), 1:1 ჩიქოვანი (46), 1:2 არტი (ავტოგოლი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092577