ფეხბურთი

19:09 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძით პოლონური გუნდი დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის დამატება კრაკოვის კიდევ ერთ კლუბს - „ვიეჩისტას“ სურს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში თამაშობს.

პოლონური მედიის ცნობით, ზაფხულში „ვიეჩისტა“ გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთი სამიზნე კაკაბაძეა, რომელსაც „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად, მასში მსურველ კლუბს ფულის გადახდა მოუწევს.

კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და გუნდის კაპიტანია, რომლის რიგებში 115 თამაშში 12 გოლი გაიტანა. ოთარ ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ მოედანზე მალე უნდა დაბრუნდეს. მას მანამდე „ტენერიფეში“, „ლუცერნში“, „ესბიერგში“, „ხიმნასტიკსა“ და „დინამო თბილისში უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133734