პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ პირველი ლიგის წინასწარ ფინალში ‘ფოთს’ 20:9 სძლია და 19 აპრილს crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის იბრძოლებს.
ვაზისუბანში გამართულ შეხვედრაში, მასპინძელთა მხრიდან ორი ლელო არჩილ იაშაღაშვილმა გაიტანა. ‘ვეფხვები’ ფინალში თბილისის ‘ლოკომოტივს’ შეერკინება, რომელთანაც ერთი კვირის წინ შესარჩევ ფინალში 16:17 დამარცხდა. ფინალური შეხვედრა გორში 16 საათზე დაიწყება.
4 აპრილს გაიმართა პირველ ლიგაში ასვლა/დარჩენის ფლეი ოფის განმეორებითი შეხვედრაც. სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ პირველ მატჩში ‘ქვემო ქართლი’ 25:3 ყავდა დამარცხებული. ასპინძაში ქვემო ქართლელებმა რევანშის აღება მოახერხეს 34:25 გაიმარჯვეს, თუმცა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ‘ტაოს’ ერგო და პირველ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
RUGBY.GE







