ლუის დიასმა განაცხადა, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო და ყოველი თამაშისგან სიამოვნებას იღებს.
„ბაიერნში გადმოსვლის გადაწყვეტილება სწორი არჩევანი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა თამაშით ვტკბები. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, შესანიშნავ ფორმაში ვარ და ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ გუნდს დავეხმარო“, - აღნიშნა ლუის დიასმა.
კოლუმბიელი შემტევი „ბაიერნმა“ გასულ ზაფხულს „ლივერპულიდან“ დაიმატა. მას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.





