ფეხბურთი

21:56 | 8.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.

9-11 აპრილს, ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლებს. მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრები თამაშის მასპინძელ დარბაზში ვარჯიშობს. ტრავმის გამო აზერბაიჯანთან მატჩებს გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.

9 აპრილის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო 11 აპრილს - 14:00 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.

ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (პსპ)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტან ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), საბა ეგრისელაშვილი (დინამო თბილისი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091671