ფეხბურთი

1:00 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ

სამი დღის წინ „ბარსელონამ“ ლა ლიგაში „ატლეტიკოს“ მადრიდში მოუგო, მაგრამ დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება საკუთარ მოედანზე წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.

„ბარსა“ ფავორიტად მიიჩნეოდა, ზოგადად, ტურნირის მთავარ ფავორიტებშია, მაგრამ ჰანსი ფლიკის გუნდს თამაში ჩაუვარდა და დიეგო სიმეონეს გუნდთან საერთოდ ვერაფერი გააწყო.

ამ ყველაფერს ხელი შეუწყო იმან, რომ 44-ე წუთზე „ბარსას“ პაუ კუბარსი გაუძევეს და მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა. თუმცა, მეორე ტაიმამდე, გაძევებისთანავე იყო გოლი, რომელიც ხულიან ალვარესმა ჯარიმით გაიტანა და „ბლაუგრანა“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ ვერაფერი შეცვალა, პირიქით - კიდევ გაუშვა. 70-ე წუთზე ალექსანდერ სორლოთმა სხვაობა გააორმაგა და „ატლეტიკო“ ძალიან მიუახლოვდა ნახევარფინალს.

საპასუხო მატჩი მადრიდში, 14 აპრილს გაიმართება.

„ბარსელონა“ – „ატლეტიკო“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ალვარესი (45), 0:2 სორლოთი (70)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091652