ფეხბურთი

1:22 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, "ენფილდზე" სათამაშოდ მზად ვართ"
"მამარდაშვილს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, უფრო მეტი გოლი გაეტანათ, ხოლო „ენფილდზე“ სათამაშოდ მზად არიან:

„მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მეტი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. „ენფილდზე“ საოცარ ატმოსფეროში ვითამაშებთ, რისთვისაც მზად ვართ.

მამარდაშვილმა პირველ ტაიმში საოცარი სეივი გააკეთა. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 8 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.

საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129706