„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ვირჯილ ვან დეიკმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ გიორგი მამარდაშვილის სეივები მნიშვნელოვანი აღმოჩნდება:
„ვიმედოვნებ, რომ მამარდაშვილის სეივები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ცხადია, გასულ წელს აქ ისეთი თამაში ვითამაშეთ, რომელიც უნდა წაგვეგო, მაგრამ მოვიგეთ. ალის [ალისონ ბეკერი] ალბათ თავისი კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა, მაგრამ „ენფილდზე“ საქმე ვერ გავაკეთეთ. ახლა 0:2 ვაგებთ და მომავალ კვირას განსაკუთრებული თამაში უნდა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა ვან დეიკმა.
ქართველმა მეკარემ 4 სეივით დაასრულა თამაში და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 6, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.
საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.







