ფეხბურთი

1:54 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "მამარდაშვილს სწორედ ასე უნდა ეთამაშა"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა კომენტარი.

როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, ამ დონეზე სწორედ ისეთი თამაშია საჭირო, როგორც გიორგიმ ითამაშა, მაგრამ ძალიან ძნელია, რომ პსჟ-სთან კარი მშრალად შეინახო:

„გუშინ ვუყურე „რეალისა“ და „ბაიერნის“ მატჩს და დავინახე, რომ მანუელ ნოიერი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ბაიერნისთვის“, ბევრი კარგი სეივი გააკეთა და ვფიქრობ, რომ გიორგის ჩვენთვის სწორედ ეს უნდა გაეკეთებინა. „პარი სენ-ჟერმენის“ მსგავსი გუნდის წინააღმდეგ ასეთი თამაშია საჭირო. საჭიროა შრომისმოყვარე გუნდი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ გოლი არ გაატანინო, მაგრამ ეს რთული იყო. როცა გიორგი დაგვჭირდა, დაგვეხმარა, სამწუხაროდ, პირველ გოლში რიკოშეტი იყო, მან დღეს ძალიან კარგად ითამაშა“, - აღნიშნა სლოტმა.

ქართველმა მეკარემ 4 სეივით დაასრულა თამაში და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 6, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.

საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167708