ფეხბურთი

11:04 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია მამარდაშვილზე: "ალისონივით ვერ, მაგრამ მაინც კარგად ითამაშა"

„ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩში 4 დარტყმა მოიგერია და თავის გუნდში ნამდვილად საუკეთესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორი გოლი გაუშვა.

ქართველი მეკარის თამაშს ბრიტანულ მედიაში საკმაოდ კარგად გამოეხმაურნენ, თუმცა, იდეალურადაც არა:

This is nafield: „სამწუხაროა, რომ დეზირე დუეს დარტყმა გაუშვა. სამაგიეროდ, მას დუბლი არ შეასრულებინა და თავის თანამემამულე კვარაცხელიას აჯობა. ეს ბიჭი კარგი მეკარეა და არ გაუმართლა, რომ „ლივერპულში“ არადამაჯერებელ სიტუაციაში მივიდა.

Goal: „დუეს გოლზე არაფერი შეეძლო, თუმცა შესაძლოა უფრო აქტიურად უნდა ეთამაშა კვარაცხელიას გოლზე. მიუხედავად ამისა, მან რამდენიმე კარგი დარტყმა მოიგერია, რამაც „ლივერპული“ ბრძოლაში დატოვა, მინიმუმ თეორიულად მაინც“.

Liverpool.com: „ალბათ, მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში, სწრაფად გაუშვა გოლი, მაგრამ ვერაფერი გააკეთა რიკოშეტის შედეგად და ვერც კვარაცხელიას მეორე გოლში. მაგრამ მან რამდენიმე სეივი გააკეთა, რითაც პსჟ-სთვის კიდევ რამდენიმე გოლი არ გაატანინა. მის გარდა, არავინ გამოირჩეოდა. ნაწილობრივ „ლივერპულის“ იღბლისა და პსჟ-ს შემტევების გაცუდებული მომენტების გამო პარიზელებმა უფრო დიდი სხვაობით ვერ მოიგეს“.

Daily Express: „საერთო ჯამში, ეს არ იყო ზუსტად ისეთი თამაში, როგორიც შარშან აქ ალისონს ჰქონდა, თუმცა ქართველმა მეკარემ რამდენიმე კარგი სეივი მიითვალა“.

ქართველმა მეკარემ 4 სეივით დაასრულა თამაში და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 6, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.

საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172156