„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა დეზირე დუეს გოლში გიორგი მამარდაშვილი დაადანაშაულა.
როგორც ინგლისელმა თქვა, მამარდაშვილს შეეძლო ოდნავ უკან მდგარიყო, რა შემთხვევაშიც, ბურთს აუცილებლად მოგერიებდა:
„შესაძლოა, მას შეეძლო ერთი ფუტით ან ერთი იარდით უფრო უკან ყოფილიყო, არ არსებობს მიზეზი, რომ ასე წინ ყოფილიყო. სამწუხაროა და შესაძლოა, ცოტა სასტიკადაც ჟღერს, მაგრამ თუ მეკარე კარს გარეთ გახვალ, შეგიძლიათ თქვათ, რომ მას შეეძლო ცოტა უფრო უკან ყოფილიყო და შეიძლება ბურთი ხარიხის ზემოთ გადაეგდო“, - თქვა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ 4 სეივით დაასრულა თამაში და თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შეფასება ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 6, ჩემპიონთა ლიგაზე - 6, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1.
საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.







