„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ის ძალიან უკმაყოფილო იყო მსაჯების გადაწყვეტილებებით და ლამინ იამალიც დაიცვა:
„უმჯობესია მსაჯზე არ ვისაუბრო, უკეთესია ჩემთვის და მათთვისაც. ვერ ვიჯერებ, როგორ არ დანიშნეს პენალტი და არ გააძევეს „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კუბარსი წითელ ბარათს იმსახურებდა. ჩვენს სასარგებლოდ სუფთა პენალტი და მეორე ყვითელი ბარათი იყო. რა აზრი აქვს VAR-ს, თუ ის მთავარი არაა? ამას უბრალოდ ვერ ვხდები.
იამალი? ლამინი მხოლოდ 18 წლისაა, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ლამინი იმედგაცრუებულია, მან ფანტასტიკურად ითამაშა თავიდან ბოლომდე, დაცვაშიც და შეტევაშიც. ის ფენომენალურ სამუშაოს ასრულებს, მთავარია, მას მხარი დავუჭიროთ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ საპასუხო მატჩი მადრიდში 14 აპრილს გაიმართება.







