„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
ტრადიციულად, უეფა გამოკითხვას ატარებს და კვირის MVP-ს ოთხი ფეხბურთელიდან ასე გამოვლინდება. კვარაცხელიას კონკურენტები არიან მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დავიდ რაია (არსენალი) და ხულიან ალვარესი (ატლეტიკო). სწორედ ეს ოთხი ფეხბურთელი დასახელდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩებში საუკეთესოებად.
კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მოგებულ მატჩში (2:0) გოლი გაიტანა და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი 12 შეხვედრაში 8 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი, 5 ჰქონდა ამ სეზონამდე და მიმდინარე სეზონში უკვე 8 გაიტანა.
საპასუხო მატჩი 14 აპრილს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.







