კალათბურთი

9:30 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის შესანიშნავი თამაში და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე მოგება

NBA-ში გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა მინესოტა ტიმბერვულვზი 132:120 დაამარცხა, ხოლო ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.

ბითაძემ 21 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 15 მოხნსა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

გოგამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.

ორლანდომ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, შედეგად, 44 მოგებით და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს სტუმრად ჩიკაგო ბულსთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09569