NBA-ში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" "მინესოტა ტიმბერვულვზი" 132:120 დაამარცხა, ხოლო ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი თამაში ჰქონდა.
საქართვწლოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 21 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 15 მოხნსა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.
გოგამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
"ორლანდომ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო, შედეგად, 44 გქმარჯვებით და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. "მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს სტუმრად "ჩიკაგო ბულსთან" გამართავს.







