„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ახსნა, თუ რატომ არ გამოიყენა გარემარბი მოჰამედ სალაჰი პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში. ეგვიპტელმა მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რომელიც პარიზელების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
„ვფიქრობ, მატჩის ბოლოს უფრო გადარჩენაზე იყო საუბარი, ვიდრე იმაზე, გვქონდა თუ არა რეალურად გოლის გატანის შანსი. ბოლო 20-25 წუთში ჩვენ უბრალოდ ვიცავდით თავს. მოს ბევრი კარგი თვისება აქვს, მაგრამ ჩვენთვის უკეთესი იყო მისი ენერგიის შემდეგი თამაშებისთვის შენახვა“, - ციტირებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სლოტის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.







