„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩზე იტალიური „ბოლონიის“ წინააღმდეგ. შეხვერდა დღეს, 9 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„ბოლონიამ“ დაამარცხა „რომა,“ ხოლო ვინჩენცო იტალიანომ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გაიყვანა თავისი გუნდები ფინალში. „დიდ პატივს ვცემ „ბოლონიას“ და კარგად ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება მათ აგრესიასთან ადაპტაცია და ჩვენი სტილის შენარჩუნება. ჩვენი წინსვლის შანსები 50-50-ზეა. უნდა ვიყოთ გამძლეები მათი ზეწოლის მიმართ და მომთმენები ბურთის გარეშე“, - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







