„ბოლონიის“ მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ თავისი მოლოდინები გააზიარა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შესახებ ინგლისური „ასტონ ვილას წინააღმდეგ. შეხვედრა დღეს, 9 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„შანსები ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა, როგორც ინგლისში ამბობენ. რთული ამოცანა გვაქვს, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ძალა, თავდაჯერებულობა და კლასი. კარგად ვიცნობთ „ასტონ ვილას,“ მაგრამ ყოველი მატჩი ახალი ისტორიაა.
პირველი შეხვედრა გადამწყვეტია, რადგან ის საპასუხო მატჩის ტონს განსაზღვრავს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც წარმატებისთვის გვჭირდება. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ტურნირის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი პატივია.
ვიცით „ვილას“ ძლიერი და სუსტი მხარეები. სეზონის დასაწყისში მათ დავუპირისპირდით, მაგრამ ახლა შინ ვთამაშობთ, ამიტომ სიტუაცია განსხვავებულია. შესანიშნავი გუნდია, კარგი მოთამაშეებით და მაღალი შრომისმოყვარეობით. ჩვენი ამოცანაა, გავაღვივოთ ჩვენი გულშემატკივრების ვნება და მათი სურვილი, გასამარჯვებლად. ვიცით, რომ „ასტონ ვილა“ ქაღალდზე ჩვენზე ძლიერია, ვაღიარებთ ამას, მაგრამ გულშემატკივრების მხარდაჭერით, შეგვიძლია შევამციროთ ჩამორჩენა“, - თქვა იტალიანომ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.







