მიუნხენის „ბაიერნის“ 40 წლის მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის შესახებ შეჯიბრის პრესსამსახურმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ (1:2), გერმანელმა მეკარემ ცხრა მოგერიება შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. ამ მატჩში მეკარემ 5.3 კმ მანძილი დაფარა.
გამოკითხვაში ნოიერმა აჯობა „არსენალის“ მეკარე დავიდ რაიას, რომელმაც „სპორტინგთან“ მატჩში (0:1) კარი კარი მშრალად შეინარჩუნა. პსჟ-ს ქართველ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ (2:0) გოლი გაიტანა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ ხულიან ალვარესს, ვინც „ბარსელონას“ წინააღმდეგ (0:2) გამოიჩინა თავი.







