შუამავლები მუშაობენ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას, „ლივერპულის“ შუახაზელ ალექსის მაკ ალისტერში გაცვლის შესაძლებლობაზე- გვამცნობს TEAMtalk.
მერსისაიდელები „დიდი ხანია აღფრთოვანებულები არიან“ კამავინგათი და მისი გარემოცვა ტრანსფერს განიხილავს. თავის მხრივ, „ლოს ბლანკოსმა“ „სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა არგენტინელის შესასწავლად“. „რეალი“ მიიჩნევს, რომ მაკ ალისტერის თვისებები ყოფილი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის, უნარების მსგავსია.
Transfermarkt პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაკ ალისტერის საბაზრო ღირებულება 80 მილიონი ევროა, ხოლო კამავინგას - 50 მილიონი ევრო.







