ფეხბურთი

19:55 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი ამხანაგურ მატჩში დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანთან 9 და 11 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგურ მატჩებს მართავს.

დღევანდელ შეხვედრაში ჩვენებურებმა 4:2 გაიმარჯვეს. ქართველებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და 5 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. გოლები ვახტანგ ჯვარაშვილმა და ჯანიკო გიორგაიამ გაიტანეს. მასპინძელთაგან თავი ასევე ირაკლი თოდუამ და ნიკოლოზ კურტანიძემ გამოიჩინეს, სტუმართაგან ნიჰად ისმაილოვმა და კენან მანაფოვმა.

მეორე შეხვედრა 11 აპრილს გაიმართება და 14 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16232