ტურინის „იუვენტუსი“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. იტალიელი მწვრთნელის ხელფასი წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ თავის ვებგ-ვერდზე განაცხადა.
სპალეტი „იუვენტუსს“ სათავეში 2025 წლის 30 ოქტომბერს ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ტურინულმა გუნდმა 31 მატჩი ჩაატარა, 17 მოიგო, ექვსი წააგო და რვა ფრედ ითამაშა. 67 წლის სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.
„იუვენტუსს“ ამჟამად 57 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში მეხუთე ადგილზეა. გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ერთი ქულა აშორებს.





