ფეხბურთი

22:43 | 9.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ დაასახელა მსაჯები, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს განსჯიან

ფიფამ გამოაცხადა მსაჯების სია, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს განსჯიან. ტურნირს 52 მთავარი მსაჯი, 88 თანამსაჯი და 30 ვიდეო დამხმარე მსაჯი მოემსახურება, რომლებიც წარმოადგენენ ექვს კონფედერაციას და 50 ფიფას წევრ ასოციაციას.

ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პიერლუიჯი კოლინამ, შერჩევის პროცესზე ისაუბრა.

„შერჩეული მსაჯები მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ისინი იყვნენ უფრო ფართო მსაჯთა ჯგუფის ნაწილი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში შეიქმნა და მონიტორინგს უწევდა. ისინი ესწრებოდნენ სემინარებს და მუშაობდნენ ფიფას ტურნირებზე. გარდა ამისა, მათი მუშაობა შიდა და საერთაშორისო მატჩებში რეგულარულად ფასდებოდა. შერჩეულმა მსაჯებმა მიიღეს და კვლავაც მიიღებენ ყოვლისმომცველ მხარდაჭერას ჩვენი ფიტნეს მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისგან, მათ შორის ფიზიოთერაპევტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისგან. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ისინი 31 მაისს მაიამიში ჩასვლისას ოპტიმალურ ფიზიკურ და ფსიქიკურ ფორმაში იყვნენ“, - ციტირებს კოლინას ფიფას სიტყვები.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161438