ფეხბურთი

0:20 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიუ რობერტსონის „ლივერპულიდან“ წასვლის დეტალები გახდა ცნობილი

მცველ ენდრიუ რობერტსონის „ლივერპულიდან“ წასვლა „ორმხრივი და მეგობრული“ იყო, თუმცა ახალი კონტრაქტის განსახილველად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს კარგი ურთიერთობა აქვთ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ რობერტსონი გუნდში იანვარის შემდეგაც დარჩა მისი „ტოტენჰემში“ ჩაშლილი ტრანსფერის კვალად. რადგან მერსისაიდელებმა შემცვლელის პოვნა ვერ შეძლეს.

შოტლანდიელს პირველ გუნდში თამაში სურს და რადგან „ლივერპულს“ ამ პირობის შეთავაზება არ შეუძლია, მხარეებმა გადაწყვიტეს დაშორება.

ფეხბურთელი „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში რობერტსონმა ყველა ტურნირზე 373 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 69 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093698