ევროპა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „ბოლონიასა“ და „ასტონ ვილას“ შორის ინგლისური კლუბის გამარჯვებით - 1:3 დასრულდა.
ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა „ასტონ ვილას“ მცველმა ეზრი კონსამ. ინგლისელების მეორე გოლი 51-ე წუთზე თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა გაიტანა. 90-ე წუთზე ჯონათან როუმ ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა 90+4-ეწუთზე უოტკინსმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევროპა ლიგა. 1/4 ფინალი. 9 აპრილი: ბოლონია - ასტონ ვილა 1:3, პორტუ -ნოტინგემ ფორესტი 1:1, ფრაიბურგი - სელტა 3:0.







