პოლონეთის ქალაქ კრაკოვში კონფერენს ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში დონეცკის „შახტარმა“ ნიდერლანდურ „ალკმაარს“ უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.
„შახტარის“ ნახევარმცველმა პედრინიომ მატჩის პირველი გოლი 72-ე წუთზე გაიტანა. ალისონმა მასპინძელი გუნდის უპირატესობა 81-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო 83-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:0 გახდა.
დონეცკელთა ქართველი მცველი ირაკლი აზაროვი სათადარიგო გახლდათ.
კონფერენს ლიგა. ¼ ფინალი. 9 აპრილი: რაიო ვალეკანო - აეკი 3:0, კრისტალ პალასი - ფიორენტინა 3:0, მაინცი - სტრასბური 2:0, შახტარი - ალკმაარი 3:0







