სხვა

10:12 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯგუფური ეტაპი დაძლეულია: საქართველოს ნაკრებმა სლოვენიას დიდი ანგარიშით მოუგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში საქართველო სლოვენიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით 24:7 დაამარცხა.

ჩვენმა ნაკრებმა სლოვენიას ოთხივე ტაიმი დამაჯერებლად (6:1, 6:4, 6:1, 6:1) მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ანდრია ბითაძე დასახელდა, რომელმაც ორი გოლის გატანა შეძლო. გოლების ავტორები: საბა ტყეშელაშვილი 1, ვატო დადვანი 5, ნიკა შუშიაშვილი 2, ანდრია ბითაძე 2, დუშან ვასიჩი 2, ხვიჩა ჯახაია 6, ბესარიონ ახვლედიანი 4, ლუკა ჩიქოვანი 1, საბა მაჭავარიანი 1.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი გამართა, საიდანაც ორში იმარჯვა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 16:17 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი დღეს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088796