სხვა

11:23 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ეს სიმართლე არ არის" : დენა უაითი ისლამ მახაჩევის განცხადებას გამოეხმაურა

რამდენიმე დღის უკან UFC-ის მებრძოლმა ისლამ მახაჩევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი განცხადებით მასსა და ილია თოფურიას ბრძოლა ქართველის გამო არ შედგა, რადგან "ელ მატადორმა" აღნიშნულ დაპირისპირებაში დიდი ფული მოითხოვა. ისლამის ამ განცხადებას გამოეხმაურა ორგანიზაციის პრეზიდენტი დენა უაითი.

დენა ედინ როსის პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც მან ისლამის ამ განცხადებას ტყუილი უწოდა.

ედინ როსი - "რამდენიმე დღის უკან, ისლამის განცხადება ვნახე, სადაც ის წერდა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილიასთან ბრძოლა მხოლოდ იმიტომ არ შედგა, რომ ქართველმა აღნიშნულ დაპირისპირების სანაცვლოდ დიდი ანაზღაურება მოითხოვა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე?"

დენა უაითი - "ეს სიმართლეს არ შესააბამება, მსგავსი რამ არ მომხდარა", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარზე ჯასტინ გეიჯისთან გამართავს. აღნიშნული ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171479