ფეხბურთი

12:59 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ შესაძლოა კოვაჩი ევროტურნირებიდან მოკვეთოს

UEFA-მ შესაძლოა რუმინელი მსაჯი იშვტან კოვაჩი ევროტურნირებიდან სეზონის ბოლომდე მოკვეთოს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

საქმე ეხება "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" მატჩში მომხდარ ფაქტს, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კატალონიურმა კლუბმა ამის გამო UEFA-ში სარჩელი შეიტანა.

მატჩის მთავარ საკამათო ეპიზოდად იქცა "ატლეტიკოს" მცველის მარკ პუბილის ხელით თამაში საჯარიმო მოედანში. მას შემდეგ რაც, ხუან მუსომ ბურთი თამაშში შეიყვანა ესპანელმა მცველმა ის ბურთი ხელით შეაჩერა და თავად შეყვანა ბურთი თამაშში. აღნიშნულის გამო კოვაჩმა პენალტი არ დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკომ" "ბარსელონა" სტუმრად 2:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა "მეტროპოლიტანოზე" 14 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096367