საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის II დივიზიონის ტურნირის მერვედფინალში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ რევანში აიღო და მეტოქე 19:12 დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.
რევაზ ჩომახიძის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი გამართა, საიდანაც ორში იმარჯვა, ხოლო ერთი შეხვედრა სწორედ თურქეთის ნაკრებთნ დაძაბულ ბრძოლაში 16:17 დათმო.
ეროვნულ გუნდში 4 გოლით დუშან ვასიჩი გამოირჩა, ბესარიონ ახვლედიანმა, ნიკა შუშიაშვილმა და ანდრია ვლაჰოვიჩმა 3-3 გოლი ტაიტანეს, სტეფან პიეშივაცის აქტივში 2 გოლი იყო, ხოლო თითოჯერ თავი ანდრია ბითაძემ, გიორგი მესხმა და საბა მაჭავარიანმა გამოიჩინეს.
2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს ტურნირის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. პლანეტის პირველობა ავსტრალიაში, 22–26 ივლისს გაიმართება.
მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე კანადასა და უკრაინას შორის გამარჯვებული იქნება. მატჩი მოგვიანებით გაიმართება.







