ფეხბურთი

14:32 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა: ნეიმარმა კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს

ბრაზილიელმა ნეიმარმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს. ინფორმაციას ცნობილი გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეიმარის შეძენით "ცინცინატია" დაინტერესებული და მხარეებს შორის პირველი შეხვედრაც გაიმართა. გამოცემის მტკიცებით ამ შეხვედრაზე ამერიკელებმა ფეხბურთელის პირობები და მისი ტრანსფერის მიმართ ინტერესი დააზუსტეს.

"ცინცინატის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობა სავსებით საკმარისი იქნება ნეიმარის დასაყოლიებლად და გარდა ბრაზილიელისა მათი მიზანი ფეხბურთის სხვა ვარსკვლავების შეძენაცაა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად "სანტოსის" ღირსებას იცავს და მასთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე აკავშირებს. ნეიმარს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162152