17-წლამდე ნაკრები, სან მარინოში შესარჩევი ციკლის B ლიგის სარეიტინგო ხასიათის ტურნირში იღებს მონაწილეობას.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ტურნირის მასპინძელ სან მარინოს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, სან მარინოს ფეხბურთელმა ვიქტორ ჯურდაინიმ ავტოგოლი გაიტანა და ჩვენი ნაკრები წინ გავიდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა დროებით 62-ე წუთზე ჯერ სანდრო მიქაუტაძემ შეძლო გატანა, რასაც 67-ე წუთზე რეზი გაზდელიანის გოლი მოყვა და სხვაობა ორბურთიანი გახდა. მატჩის 90-ე წუთზე ჩვენებმა კიდევ ერთხელ შეძლეს გატანა, თავი გიორგი ჯამარაულმა გამოიჩინა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პირველი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები 3 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. სანდრო კობახიძის გუნდი კიდევ ორ მატჩს გამართავს, 13 აპრილს ჯერ ანდროას დაუპირისპირდება, ხოლო 16 აპრის უელსის ნაკრებს შეხვდება.
ცნობისთვის, აღნიშნული ტურნირი გავლენას იქონიებს შემდეგ 19-წლამდელთა სარეიტინგო მდგომარეობასა და მომდევნო შესარჩევის წილისყრის პროცესზე.
ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან კალაძე (სამტრედია), საბა კილაძე (იბერია 1999), ნიკოლოზ ფოცხვერია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო ბათუმი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: არი დემირი (ნიურნბერგი, გერმანია) სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი), გაბრიელ თაკვარელია (ტორპედო ქუთაისი), ედვინ მხოიანი (ინტერის აკადემია).





