UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ El Hormiguero-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის "ელ მატადორს" ჟურნალისტმა მის ყოფილ მეუღლესთან ჯორჯინა უსკატეგისთან დაშორებაზე ჰკითხა. ილიას თქმით, ამ სიტუაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ისწავლა, დედის მოსმენაა.
“შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ყველაზე დიდი რამ, რაც ამ სიტუაციიდან ვისწავლე არის ის, რომ დედას მოვუსმინო. დედებს აქვთ ინტუიცია და ისინი ხედავენ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. როცა დედა გეუბნება, რომ რაღაც რიგზე არ არის, მნიშვნელობა არ აქვს შენთვის რამდენად ნათლად და სწორად ჩანს ყველაფერი - მაინც უნდა დაუჯერო მას. ვისწავლე, რომ დედას უნდა მოვუსმინო. მიყვარხარ დედა", - განაცხადა თოფურიამ.
ილიასა და ჯორჯინას განქორწინების შესახებ სასამართლო თებერვალში დასრულდა. სასამართლომ თოფურიას მოთხოვნები სრულიად გაითვალისწინა და ჯორჯინა მის ქალიშვილთან ერთად ესპანეთში იცხოვრებს, რათა ილიამ თავისი ქალიშვილის ნახვა მოახერხოს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო თოფურიას მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარის დროებით დატოვება მოუწია, ახლა კი მომდევნო ორთაბრძოლას თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისთან გამართავს.







