17:50 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი ესპანური კლუბ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობის კანდიდატთა სიაშია - გვამცნობს RMC Sport.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 57 წლის დეშამი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა. მისი შემცვლელი შესაძლოა 53 წლის ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ შესაძლოა დააჩქაროს „რეალის“ დამრიგებლის ალვარო არბელოას შემცვლელის ძებნა. „ლოს ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში 1:2 წააგო მიუნხენის „ბაიერნთან.“

„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეორე ადგილზეა 30 მატჩიდან 69 ქულით, ხოლო ლიდერი „ბარსელონაა“ 76 ქულით.

0.091999