ფეხბურთი

18:23 | 10.04.2026 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის კეისუკე ჰონდა კარიერას სინგაპურის „ჯურონგში“ გააგრძელებს

სინგაპურული კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა კარიერას „ალბრექს ნიიგატა სინგაპურის“ გუნდში გააგრძელებს, რომელიც მომავალი სეზონიდან „ჯურონგის“ სახელით იასპარეზებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო „ჯურონგში.“ წლეულს 40 წლის ვხდები და რამდენიმე პირად მიზანს ვისახავ, მათ შორის გინესის რეკორდის დამყარებას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს ლიგებში გატანილი გოლების რაოდენობით. თუმცა, ამ კლუბთან ერთად ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, ამიტომ ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მივაღწიო ამ მიზანს“, - თქვა ჰონდამ.

39 წლის იაპონელი ნახევარმცველის ბოლო კლუბი ბუტანის „პარო“ იყო. ჰონდა ასევე თამაშობდა „ვენლოში,“ „ნაგოია გრამპუსში,“ „მილანში,“ „პაჩუკაში,“ მოსკოვის ცსკა-ში, „მელბურნ ვიქტორიში,“ „ვიტესში,“ „ბოტაფოგოში,“ „პორტიმონენსეში,“ „ნეფტჩისა“ და „სუდუვაში.“

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172023